მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან ლიცენზიის არ მქონე ტაქსის მძღოლები დაჯარიმდებიან

დღეიდან ლიცენზიის არ მქონე ტაქსის მძღოლები დაჯარიმდებიან

Published on

ტაქსის მძღოლები, რომლებიც შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გადაადგილდებიან დღეიდან დაჯარიმდებიან. ბოლო მონაცემებით, ლიცენზია დღეისთვის 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე აიღო.შემდეგი ეტაპი ავტომობილის თეთრად გადაღებვა და მისი ტექნიკურ გამართულობის შემოწმებაა. ამის ვალდებულება ტაქსის მძღოლებს უკვე მომავალი წლიდან ექნებათ.2019 წლიდან კი ტაქსის ლიცენზიას ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელები ვეღარ მიიღებენ.
„ტაქსები, რომლებსაც არ ექნებათ გავლილი რეგისტრაცია, ქალაქში არ უნდა გადაადგილდებოდნენ. რეგისტრაცია გრძელდება მუდმივად, შეუძლიათ გაიარონ მაშინ, როდესაც ამას მოიფიქრებენ. მომავალი წლიდან 2 კარიან მანქანებს აეკრძალებათ ტაქსის სერვისის გაწევა, აეკრძალებათ ასევე მარჯვნივ საჭიან მანქანებს,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...