მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში - კომისიამ ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა...

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში – კომისიამ ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა [Video]

Published on

კომისიის სხდომა, რომელიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კმისიაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სამ (22-ე, 25-ე და 82-ე ) უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და თავმჯდომარის, მდივნებისა და მოადგილეების თავიდან არჩევას ითხოვდნენ, თუმცა კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ენმ-ის მტკიცებით, კომისიის წევრებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ, ასევე, საუბარი იყო ზეწოლის შესაძლო ფაქტებზეც.
 
„საოლქო საარჩევნო კომისიის ქცევა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და იქცა „ქართული ოცნების“ შტაბად. ეს არის არაპროფესიონალიზმი, არაობიექტურობა და არანაირი კავშირი ამ ყველაფერს დემოკრატიასა დ გამჭვირვალობასთან არ აქვს. თუნდაც, 25-ე უბნის შემთხვევა, როცა მირანდა მესხის მეგობარმა, საოლქოს წარმომადგენელმა ერთ-ერთ წევრზე ზეწოლა მოახდინა და შეაცვლევინა გადაწყვეტილება. ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავთ და მესხის მოუწევს სასამართლოში სიარული, მისი გადაწყვეტილებები იქნება საფუძველი იმისა, რომ მას მოუწევს პასუხისგება“, – აღნიშნა წითლიძემ.
 
თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ ენმ-ის ყველა საჩივარი და მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან, მისი თქმით, შესაბამისი აკრედიტაცია უბანზე ყველა წევრს ჰქონდა, რაც შეეხება ზეწოლას, მესხის მტკიცებით, ზეწოლის ფაქტი არ ყოფილა.
 
„მათ არ გაუსაჩივრებიათ არცერთი უბნის აქტი, არ ყოფილა არავითარი ჩარევა და ბეიჯების არქონა გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება იმას, რომ ოლქის წარმომადგენელმა ერთ-ერთ წევრს ჰკითხა, იღებდა თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს არა ზეწოლა იყო, არამედ დაზუსტების მიზნით დასმული შეკითხვა“, – განმარტა მესხმა.
 
ხმაურიან სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საია-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ჯემალ ჭკადუას თქმით, ისინი ყველა საჩივარსა და ზეწოლის შესაძლო ფაქტებს გამოიკვლევენ და შეაფასებენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...