მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა

Published on

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით.
 
მან ისაუბრა ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აღნიშნა „ვესტ პოინტში“ შეხვედრა ქართველ კადეტებთან და ხაზი გაუსვა მის კოლეგებთან – მაღალი რანგის პირებთან კიდევ ერთი კომუნიკაციის მნიშვნელობას.     
 
"საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ჩვენს სიმართლეს და ჩვენ პოზიციას ვამტკიცებთ კიდევ უფრო აქტიურად ევროპის და აშშ-ს მასშტაბით. ჩვენი მტკიცება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ჩვენი დღისწესრიგის გაღრმავებასთან მიმართებით ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება, ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ და როდესაც ნიუ იორკში არის ასეთი დიდი კონცენტრაცია მსფოლიო ლიდერების, ეფექტურად იყო გამოყენებული და მე ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართებით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...