მთავარისიახლეებიპოლიტიკაადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - ზურაბიშვილის ფოტოების მერიისა და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე...

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება – ზურაბიშვილის ფოტოების მერიისა და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების გამო “საია” ცესკოს მიმართავს

Published on

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ცესკოს მიმართავს და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე რეაგირებას სთხოვს. საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარის, დედაქალაქის მერისა და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ ვიზიტზე გმირთა მემორიალთან, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან გადაღებულ ერთობლივი ფოტოები დედაქალაქის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდსა და ვებგვერდზე გავრცელდა. საია-ში აცხადებენ, რომ ეს ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალების აგიტაციისთვის გამოყენებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს. „სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სააგიტაციო მიზნით არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, შესაბამისად ამ საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რატი თინიკაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დადგინდა დედაქალაქის მერია და პარლამენტი 2 000 ლარით უნდა დაჯარიმდნენ.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...