მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარტოფილის ტომრებქვეშ დამარხული... ადამიანები და პრეზიდენტის ღირსება

კარტოფილის ტომრებქვეშ დამარხული… ადამიანები და პრეზიდენტის ღირსება

Published on

შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.
 
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა.
 
”გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.
 
ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.
 
გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზირია”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
 
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია

სიახლეები

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტის...

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...