მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს

გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს

Published on

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research დაინტერესდა თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს ხმას არცერთ შემთხვევაში.
 
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.
 
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 29% მხარდაჭერას არ გამოუცხადებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, 16% – „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – შალვა ნათელაშვილს, 13% – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, 11% – „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს და ასევე 11% არ მისცემს ხმას „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით უსუფაშვილს.
 
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...