მთავარისიახლეებისაზოგადოება"პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია"- ზაზა სარალიძე

“პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია”- ზაზა სარალიძე

Published on

"ჩემი  შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში,"- ასე მიმართა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ეკა ბესელიას. სარალიძის თქმით, შვილმოკლულ მამებს არავისი ეშინიათ და ისინი პროტესტის გააგრძელებენ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 
"პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია, იმდენს ვერ ხვდება რომ არავის მეშინია, არც ბესელიების, არც კობახიძეების, ჩემი შიში მე ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი შიში თავი შვილს ჩააყოლა მიწაში. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ ჭეშმარიტება არ აღდგება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....