მთავარისიახლეებისაზოგადოებაწირდე ჯეგე ჭყოინდარი - დღეს მარტვილში ’’ჭყონდიდლობას'' ზეიმობენ

წირდე ჯეგე ჭყოინდარი – დღეს მარტვილში ’’ჭყონდიდლობას” ზეიმობენ

Published on

 

დღეს მარტვილში   ’’ჭყონდიდლობას'' ზეიმობენ. –  ს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს
ამ უკვეტრადიციად ქცეულ დღესასწაულს მარტვილის მოსახლეობასთან ერთად  სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული და უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრება..
 
 დღეს დილი მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
 
ახლახან  წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკოის შემდეგ დაიწყო ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი ემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
 
საღამოს 8  საათზე გაიმართება გალა–კონცერტი საესტრადო მომღერლების –  ანანო ხურცილავსა, ვერიკო ტურაშვილის, მაკა ზამბახიძის, სალომე ბაკურაძის,  გიორგი არჩვაძის მონაწილეობით
 
მთელი დღის განმავლობაში თავისუფალია შესვლა  მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში, მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებებს ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში, მუშაობს გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის.
 
 ჰაერში დიდი ხანია  გამუდმებით  ტრიალებს კითხვა –  ვინ შებედავს  შეეჭიდოს  ჭყონდიდლობის  უმძიმეს ტვირთს, მით უფრო დღეს, როცარ   ქართულ ეკლესიასა და სახელმწიფოს გარდატეხის მძაფრი საჭიროება უდგას, რამდენად მყარად ადგას დღეს საჭყოინდრო …დიდი ჭყოინდარის გზას,  ვინ დაემოწაფება გიორგი ჭყონდიდელს, როგორც ეკლესიის სიწმინდისათვის  მებრძოლსა  და ქვეყნის გაძლიერებისთვის მოღვაწე  დიდი პიროვნებების  მოძღვარს, რაც არის  ჭყონდიდლობის არსი ?
 
 
 
     ბერი, მწიგნობარი, მხედარი –  გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახეში გაერთიანებულია შუა საუკუნეების ძლიერი საქართველოს შემოქმედ ადამიანთა ეს სამი ტიპი: .- აცხადებს ქართული ეკლესია.
 
გიორგი ჭყონდიდელი პირველი პირი იყო საქართველოში, რომელმაც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა დაიკავა. ეს იყო თანამდებობა, რომელიც დავით აღმაშენებელმა შემოიღო რუის-ურბნისის კრების შემდეგ ცენტრალური აპარატის გაძლიერების მიზნით. 
 
      ამით დავითმა მიაღწია ეკლესიის დაქვემდებარებას სახელმწიფოსადმი, რათა მომავალშიც არ განმეორებულიყო ის ვითარება, რამაც აუცილებელი გახადა რუის-ურბნისის კრების მოწვევა. სამაგიეროდ მეფემ ეკლესიებზე ზრუნვა თავისი საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად აქცია. ამ პოლიტიკის უშუალო გამტარებელი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი იყო. დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ “კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიო განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა”. ე.ი. სამეფო კარი ეკლესიის საშინაო ცხოვრებასაც განაგებდა. ვის შეეძლო ამ საქმის გაძღოლა, თუ არა უმაღლესი კომპეტენციის ბერს? ასეთი კი იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.     გარდა საეკლესიო საქმეებისა, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ებარა სახელმწიფო მართვის უმთავრესი უწყებები: მანდატურთუხუცესისა (საშინაო საქმეები),  მეჭურჭლეთუხუცესისა (ფინანსები) და ამირსპასალარისა (სამხედრო საქმე). ამრიგად, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი პირველი პირი იყო სახელმწიფოში მეფის შემდეგ.
 
      რასაკვირველია, ასეთ უფლებებს დავითი მხოლოდ  საუკეთესოთა შორის რჩეულს გადასცემდა. ასეთი კი გიორგი ჭყონდიდელი ყოფილა. დავითის ისტორიკოსი სულ რამდენიმე შტრიხით ახასიათებს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს: “კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და სავსე სიბრ|ძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა”. ამ მოკლე დახასიათებითაც ნათელი ხდება, რომ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მეფესთან პირადი (პატრონყმური) ურთიერთობით ყოფილა დაკავშირებული (“თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა”) და მეფე, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისას, მას ყველაზე საიმედო მრჩევლად მიიჩნევდა. სრულიად უეჭველია, რომ დავითის დროინდელი საქართველოს შექმნაში  უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა.
 
      ცნობილია, რომ მასთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლოა, სამხედრო გეგმითაც, გამოსტაცეს თურქებს ქართველმა სარდლებმა სამშვილდე და რუსთავი (“…და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. “…და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა…”).
 
      სამწუხაროდ, ჩვენი ძველი ისტორიკოსების ჩვეული სიტყვაძუნწობის გამო, ბევრი არაფერი ვიცით ამ საინტერესო მოღვაწეზე, მაგრამ აშკარაა, რომ  გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ეკუთვნის მეფის ერთგულ ფეოდალურ სახლს. ამ სახლის სხვა წარმომადგენლებიც დავითის უმაღლესი ნდობით სარგებლობენ. დავითი გიორგის დისწულთაგან ერთს, თევდორეს,  აბარებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მხარის,  თრილეთისა და კლდეკარის მმართველობას, ხოლო მეორეს, სვიმონ ბედიელ-ალავერდელს (შემდგომში იგიც ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ხდება), ახლად შემოერთებულ შარვანს.
 
      როდესაც მეფემ ყივჩაყთა ჩამოყვანა გადაწყვიტა, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი თან იახლა შორეულ მგზავრობაში, მაგრამ გიორგი იქიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, მოულოდნელად გარდაიცვალა ოვსეთში. “იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა…” დიდი სახელმწიფო მოღვაწე მეფემ გელათის მონასტერში დაკრძალა. 
 
      გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ცხოვრების ერთ კერძო მხარეს ნათელს ჰფენს მისი სახელით შესრულებული მინაწერები ორ ხელნაწერზე, რომლებიც მთელ საქრისტიანოში განთქმულ თხზულებას, იოანე ოქროპირისეულ მათეს თავის განმარტებებს შეიცავენ. ეს ხელნაწერები (შესაძლოა, ოდესღაც ერთადაც იყო აკინძული), გიორგის დაუკვეთია მისი ჭყონდიდში მღვდელთმთავრობის დროს, დაახლ. 1100-1104 წლებს შორის. “ღმერთო, ადიდე გიორგი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი”, _ გადამწერი ხშირად იმეორებს ამ ფარაზას ხელნაწერის ფურცლებზე.
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...