მთავარისიახლეებისამართალისპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

Published on

 
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.
 
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ეს განცხადება რუსთავი 2  -ის ეთერში გააკეთა .
 
უწყების განცხადებაში ნათქვამია: 
 
„მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე გადაიყვანეს მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.
 
რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი“ –  ასე ეხმაურება უწყება ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას   იმის შესახებ, რომ რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრის შესაძლოა მიზანმიმართულად წამლავენ.
 
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.
 
უკანასკნელად ვანო მერაბიშვილი ჰოსპიტალიზება 12 სექტემბერს გახდა საჭირო. დიაგნოზში, რომელიც p.s.-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს წერია, რომ წერია, რომ ვანო მერაბიშვილს სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, თუმცა საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება ჰორნერის ნიშანი დაუდგინდა.
 
ჰორნერის სინდრომის არსებობა, არც იმ ვარაუდს გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შედეგად უარესდება.
 
 
 
 ადვოკატი  გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მის ამ ვარაუდს   დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას მამ  კვირას მიმართავს.
 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...