მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბიშვილთან შეხვედრაზე მოქალაქეები არ შეუშვეს

ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მოქალაქეები არ შეუშვეს [Video]

Published on

,აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო!'' ,,რის საფუძველზე ადანაშაულებს სალომე ზურაბიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს?'' ,,ვის თამაშს თამაშობს ზურაბიშვილი?'' ,,რა უფლებით აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?'' ,- ამ შეძახილებით დახვდნენ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს მოსახლეობასთან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. მცდელობა იმისა,რომ დარბაზში არავინ მოხვედრილიყო მისი მხარდამჭერების გარდა, ჩაიფუშა – სამოქალაქო აქტივისტებმა არ მისცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მაქსიმალურად კომფორტული მდომარეობა შეექმნათ მმართველი გუნდის ფავორიტისთვის და, მით უფრო, უხმაუროდ გაეკეთებინათ ეს იდილიური და კეთილგანწყობილი გარემოს ილუზიის შექმნისთვის. დარბაზის შესასვლელთან თავიანთი ინიციატივით, და არა წინასწარ შეთანხმებული სიებით, მისულ მოქალაქეებს გაურკვეველი პირები დახვდნენ, ისინი ზურგით იდგნენ, განმარტებებს არ იძლეოდნენ და მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედით ცდილობდნენ დარბაზში არ შეეშვათ არასაურველი სტუმრები, განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი, რომელთაც ხელისუფლებისათვის უხერხული კითხვებით იცნობს ქალაქი, თუმცა მათი ბლოკირება ხდლისუფლებას, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად გამოუვიდა. ამ მოქალაქეებთან ,,ზურგოსანი'' პირების ჭიდილის გამო დარბაზში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შესვლაც შეფერხდა და მათ მხოლოდ გარკვეული გაწევ-გამოწევის შემდეგ შეძლეს ეს . მოგვიანებით, შენობაში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა და ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადა, კერძოდ, განაცხადა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიზანმიმართული აქცია მოაწყო'' და ენმ-ის წევრებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. „იმართება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან. მოსულია მასთან შესახვედრად საზოგადოება, თუმცა ვხედავთ, რომ აქ გამოცხადდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, წევრი, მხარდამჭერი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ქალბატონი სალომეს წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, ეს არის ორგანიზებული. ჩვენ სახეზე გვაქვს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, დაიცვან კანონი, კანონის ვალდებულებები. მისცენ საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პრეზიდენტობის კანდიდატს“, – აღნიშნა მან ამასთან მერაბ ქვარაიამ შეკრებილებს, რომელთაც დარბაზში მოხვედრა გაუჭირდათ, აღუთქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრაზე დასწრების უფლება საშუალება ყველას მიეცემოდა იმ პირობით, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნებოდა. უნდა ითქვას , რომ დარბაზში ბოლოს დაბოლოს ყველა მსურველი მოხვდა, შეხვედრა ახლახან დაიწყო, მაგრამ დარბაზში უკვე გაჟღერდა მოქალაქეთა პოზიციის ამსახველი შეძახილები და ჯერჯერობით… რიტორიკული კითხვები, დარბაზში მოქალაქე აქტივისტი როსტომ ზარანდიაც იმყოფება, რომელსაც ხელში უჭირავს ტრანსფარანტი წარწერით: "არ შეეგუო ოკუპაციას" აშკარაა,, რომ ის, რაც ხელისუფლების მიერ პროვოკაციად და პროვოკაციულ შეკითხვებად აღიქმება, მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის არსებითი მნიშვნელობის კითხვებია და ნებისმიერი პრეზიდენტობი კანდიდატი მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს მათ.

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...