მთავარისიახლეებისამართალი,,მოხიკა'' ფული და წავიდა. - ნინო გვენეტაძემ მუშაობის ბოლო თვეს ...

,,მოხიკა” ფული და წავიდა. – ნინო გვენეტაძემ მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე სხვა თვეებში

Published on

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს – ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში.
 
კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი – 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა, დანამატი აღებული აქვს აგვისტოშიც, რაც ამ შემთხვევაში 2,036 ლარს შეადგენს.
 
ჯამურად, მიმდინარე წლის იანვრიდან – აგვისტოს პერიოდში ნინო გვენეტაძის მიერ დანამატის სახით მიღებული შემოსავალი 38 568 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, გვენეტაძე ყოველთვიურად 7 000 ლარს იღებდა, რაც ამ პერიოდში ჯამურად 52 181 ლარს შეადგენს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მოსამართლეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები კანონმდებლობითაა განსაზღვრული. კერძოდ, განსაზღვრულია ყოველთვიური დანამატი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის თვეში 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს წევრებს შვებულებაში გასვლისას ეძლევათ დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
 
ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით 2 აგვისტოს დატოვა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...