მთავარისიახლეებიმსოფლიომეწყერი და წყალდიდობა ფილიპინებში. მსხვერპლი და ზარალი დიდია

მეწყერი და წყალდიდობა ფილიპინებში. მსხვერპლი და ზარალი დიდია

Published on

ფილიპინების ქალაქ ნაგაში მეწყერის ჩამოწოლას ამ დროის მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე მოქალაქე კი დაშავდა.
 
Reuters -ის ინფორმაციით, მაშველები 65 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ქალაქიდან 1000 ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული მეწყერის ქვეშ ორმოცდაათამდე  შენობაა მოყოლილი, დაზიანებულია წყლისა და ელექტროენერგიის სისტემები.
 
მეწყერი გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.
 
ქვეყანაში გუშინდელი მოვლენების გარდა ცოტახნის წინ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია  გამოიწვია ტაიფუნმა ,,მანუხუტმა''., 
რომელსაც 81 ადამიანი ემსხვერპლა, გაურკვეველი რჩება კიდრვ 70 ადამიანის ბედი . ძირითადი დარტყმა ტაიფუნმა კუნძულ ლუსონს – კორდილიერების ადმინისტრაციულ რეგიონს  მიაყენა მსხვერპლის უმრავლესობა  იქაც მეწყერმა შეიწირა.
 
 ეს  ტაიფუნის მძვინვარების შედეგების მხოლოდ ერთი ნაწილია- 16 სეტემბერს იგი ჩიბნეთისა და ჰონკონგის სანაპიროებსაც დაატყდა თავს  დ აქედან მატერიკის სირღმისკენ გადაინაცლა, კორეაში  დაიღუპა 5 და დაშავდა 390 ადამიანი.
 
 
ძლიერი ზარალი მიადგა ჩინეთის რაიონებსაც, რომელთაც ტაიფუნმა გადაუარა – აქ ზარალი 5,2 მილიარდი იუანით ( 764 მილიონი დოლარით) განისაზღვრა. 
  

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...