მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ საქართველოს გვერდით დგას, მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში ვიხილავთ...

აშშ საქართველოს გვერდით დგას, მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში ვიხილავთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართულ შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. სპეციალურ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა ის საკითხები შეაჯამა, რომელიც შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი იყო. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციას. მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციისა, საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. “შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში ვიხილავთ. „შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. და გააგრძელებს მის ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად,”-განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა.

სიახლეები

ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია ციხიდან გამოგზანილ ვრცელ წერილში ქვეყანაში და მათ შორის ოპოზიციაში...

ოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის – გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების და პროტესტში დაპირისპირების დამთხვევა შემთხვევითი...

1-ელ მაისამდე შენარჩუნდება გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი...

ყაჩაღობა მარტვილში – წაიღეს დიდი ოდენობით თანხა

ყაჩაღობა მარტვილში - ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოქალაქეს დიდი ოდენობით თანხა...