მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯერ გადახტი და მერე დაიძახე ,,ჰოპ!'' - მმართველი გუნდი იძულებული გახდა...

ჯერ გადახტი და მერე დაიძახე ,,ჰოპ!” – მმართველი გუნდი იძულებული გახდა გაიწვიოს კანონპროექტი კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ

Published on

ოლიგარქს ბიზნესგეგმა ჩაუვარდა   და გათრევას ეკლესიის დამჯერი ბიჭის როლი ამჯობინა –  ქართულმა ოცნებამ“  კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვეიტა – მიზეზად ეკლესიისა და საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება სახელდება. 
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ ცოტახნის წინ განაცხადა: 
 
„ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე,, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე.
 
მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.
 
სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
 
საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას.
 
გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ.
 
მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან,”-წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
 
საინტერესოა, რომ   მას ხმა არ გაუღია "ნაციონალური მოძრაობის " მზაფრ პროტესტზე, რომელიც მთელი ამ დღეეების განმავლობაში ჟღერდა და განმსდაკუთრებით დღეს, როცა პარლამენტში მარიხიუანასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა უნდა მომხდარიყო .
 
 რომან გოცირიძე მ განაცხადა, რომ მმართველ გუნდი ცდილობს სესიაზე გაიტანოს.კანონპროექტის ის ნაწილი  რომელიც მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტს გულისხმობს: 
 
„როგორც ჩანს, იმდენად დიდია ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანების სიხარბე, რომ კვლავ აპირებენ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გათრევას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დღესვე დაუყოვნებლივ იქნას  ეს კანონი გაწვეული პარლამენტიდან. აბსოლუტურად უტიფარი განცხადება იყო  იუსტიციის მინისტრის ქალბატონ  წულუკიანის, რომელმაც  თქვა, რომ თუ კი რამე ფულს იშოვისო საწყალი ორ კაპიკს, დათესოს კანაფი მერე რაო. თქვენ გგონიათ, რომ ის მართლაც ასეთი სულელია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. არ არის სულელი რამდენიც ზემოთ არის ორი იმდენი არის ქვემოთ. დაავალა ივანიშვილმა,"-განაცხადა რომან გოცირიძემ. 
 
 როგორც ჩანს იქ, მაღლა ვიღაც დაფიქრდა, რომ  არის რაღაც, რისი დაძლევაც მის ფულს არ ძალუძასდა ტაიმ აუტი აიღო.  საზოგადოდ კი მოსალოდნელი არ არის მან საბოლოოდ აიღოს ხელი ესკობარობის ამბიციაზე,

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...