მთავარისიახლეებიკულტურააღმოჩენა გონია - გონიოში: აფსაროსის ციხის გალავნის საძირკვლის ორი რიგი

აღმოჩენა გონია – გონიოში: აფსაროსის ციხის გალავნის საძირკვლის ორი რიგი

Published on

გონიოს ისტორიულ ციხეში არქეოლოგებმა თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, იგი განსხვავებულია არამარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც.
 
 
მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა. 
 
აღმოჩენამ დადასტურა არქეოლოგების ვარაუდი, რომ  და თავდაპირველ ციხეს ადრე რომაული,  განსხვავებული ფორმა და ზომა უნდა ჰქონდა და დროთა განმავლობაში შეიცვალა 
 
''ბოლოდროინდელი გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს.ეს ორმაგი საძირკველიც ამის დასტურია. 
 
 
ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია  გონიოზე 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფესორი შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო",- აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
 
 
საზოგადოდ . რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩნდა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობაა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული (ახ.წ. I ს–ის მეორე ნახევარი) მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის (69–79 წწ) დროსაა აგებული.
 

 

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...