მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ დაიჯერო, არ დაიჯერო''... როგორ მოხვდა მოქმედი პრემიერის ხელმოწერა ოპოზიციური პარტიის ...

,,არ დაიჯერო, არ დაიჯერო”… როგორ მოხვდა მოქმედი პრემიერის ხელმოწერა ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში?

Published on

პრემიერმინისტრი საარჩევნო სკანდალში ეხვევა – ცესკომ  პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის''  პრეზიდენტობის კანდიდატის, რეჟისორ და მწერალ მიხეილ ანთაძის, მხარდამჭერთა სიაში მისი ხელმოწერა აღმოაჩინა.
 
 
ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს და წარდგენილ სიებში პრემიერის გვარი განზრახ ჩაწერეს.
 
აქ მხოლოდ ორი დასკვნა სეიძლება არსებობდეს –  მთავრობის მეთაურის ხელმოწერა გაყალბებულია ან მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების კონკურენტის, სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის – მიხეილ ანთაძის, მხარდამჭერია.
 
როგორ მოხვდა მოქმედი პრემიერმინისტრი ოპოზიციის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში, ამას პროკურატურა გამოიძიებს. რამდენიმე დღეში გაირკვევა .შეუქმნის თუ არა ეს ფაქტი ოპოზიციურ პარტიებს პროცედურულ ბარიერებს საარჩევნოდ, 
 
ცესკო პერსონალური მონაცემების გავრცელებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ   სიაში სხვა უზუსტობებსაც მიაგნო. კერძოდ,  დარღვევები იყო რ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ სიებშიც, რის შესახებაც მათ მოქალაქეებმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობეს. ორივე სია უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში.
 
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა, ამბობს, რომ სიების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნის ახალი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ცენტრალურ საარჩევნოს კომისიას რეალურად ხელისუფლება და სუს-ი მართავს.
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...