მთავარისიახლეებისამართალიესპანეთში ე.წ. "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ესპანეთში ე.წ. “ქართული მაფიის” 15 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

Published on

ესპანეთში ე.წ. "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც არ სახელდება, კრიმინალურ დაჯგუფების საქმიანობას ბარსელონაში, ასევე ალიკანტესა და სევილიაში ხელმძღვანელობდა. დაჯგუფებას ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა 130 ათასი ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. პოლიცია სულ მცირე 10 ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი სპეცოპერაცია ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ კატალონიაში სექტემბრის დასაწყისშიც ჩატარდა.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...