მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ფ.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
 
სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს რუხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის...

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...