მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას" - მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნებისკენ...

“საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას” – მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნებისკენ მოუწოდებს

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნების და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
 
მეუფე გრიგოლმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მრევლს გადაჭრით ვერ ეტყვიან, ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე, თუმცა, მიუთითებენ კრიტიკული აზროვნებისკენ, რათა სწორი დასკვნები გააკეთონ.
 
„მოდის არჩევნები და საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ განსაკუთრებული ადგილი აქვს ადამიანის იმ უნარს, რაც ღმერთმა უბოძა – აზროვნება. ამიტომ, უნდა იაზროვნოს, კრიტიკული ანალიზის უნარი უნდა გამოავლინოს, კრიტიკული აზროვნება გამოიყენოს და შეაფასოს. ის არჩევანს აკეთებს და ამ არჩევანში თავის პირად სარგებელზე ფიქრობს, რას მიიღებს ის ამ არჩევანით და აქვე ფიქრობს ცოტა გლობალურადაც, რას მიიღებს ქვეყანა. ჩვენ ვერ გეტყვით,  რომელ კანდიდატს მისცეთ ხმა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ გასწავლოთ, გააღრმაოთ საკუთარი აზროვნება, რომ სწორი დასკვნები გააკეთოთ,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
 
მეუფე გრიგოლი ფოთში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, რომელიც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ მიმდინარეობს და მისი მთავარი თემაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ოკუპაცია. კონფერენციას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წევრები, უსაფრთხოების და პოლიტიკის ექსპერტები და სასულიერო პირები. 
 
ეკლესიამ ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. სასულიერო პირების კრიტიკა მმართველმა პარტიამ იმის გამოც დაიმსახურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, რომელმაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
 
სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებმა იმ განცხადების გამოც გააკრიტიკეს, როდესაც მან აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება.
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...