მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე, სადაც ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულომ...

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე, სადაც ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულომ ცნობად მიიღო [Video]

Published on

ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულომ ცნობად მიიღო ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ. დაპირისპირება მოყვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ანა წითლიძის გამოსვლას, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და გახმაურებული კორუფციული გარიგებების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოთხოვა. „თქვენ პასუხისმებელი ხართ ყველა იმ  მიღებულ  გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული აქვს საკრებულოს. ჩვენნ ყოველთვის ვამბობდით და გითითებდით ამაზე, როგორიც იყო გულუას პარკი და არა მარტო ეს.“- განაცხადა ანა წითლიძემ. გარდა ამისა, წითლიძემ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ყოფილი მერის მიერ კადრებში ნათქვამ ტექსტზე, რომლის თანახმადაც გოგია ამბობს, რომ საკრებულოს ზეწოლის შედეგად მიაღებინა გადაწყვეტილება. წითლიძის ამ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. თემაზე კომენტარი გააკეთა „ევოპული საქართველოს“ დეპუტატმა ბათლომე შელიამაც. შელიას თქმით, ის, რაც მოხდა, არის სრული კრახი ხელისუფლების და არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასადგენია ჩანაწერში გოგიას ავთენტურობა და ის, თუ რა გეგმებზეა საუბარი. რაც შეეხება მის გადადგომას, მამუკა წოწერია აცხადებს, რომ ის პოსტს არ დატოვებს.
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....