მთავარისიახლეებიპოლიტიკაუწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან შონიამ არც უარყო და არც დაუდასტურა, ეხებოდა თუ...

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან შონიამ არც უარყო და არც დაუდასტურა, ეხებოდა თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება სკანდალურ ჩანაწერს

Published on

სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სამართალდამცველების კითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან შონიამ არც უარყო და არც დაუდასტურა, ეხებოდა თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება  სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც "კურიერმა" გაასაჯაროვა და ზუგდიდის მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღებას ეხება.საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცველებს ქონდათ.
"ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ," – აღნიშნა ლევან შონიამ.  

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...