მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბრის - ღვარალა თუთას წვიმები დაიწყო

სექტემბრის – ღვარალა თუთას წვიმები დაიწყო

Published on

შავ ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია და ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
 
„კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებსა და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.
 
აკრძალვა 16 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
 
მეტეოროლოგების ცნობით, დღეიდან  18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
 
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...