მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩეხეთიდან დღეს დილით დაბრუნებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ჩეხეთიდან დღეს დილით დაბრუნებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

Published on

რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია.
 
მან სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველაფერზე ორშაბათს, 17 სექტემბერს ისაუბრებს. იგივე განაცხადა მან რამდენიე საათით  ადრე  თბილისის აეროპორტში ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
 
გუშინ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა.   გავრცელებული ინფორმაციით, იგი  9 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჟურნალისტებმა ვერც მისგან მიიღეს პასუხი,  თუ რა შეკითხვები დაუსვეს დაკითხვაზე, რადგან  მან სუს-ის შენობა სავარაუდოდ, უკანა კარიდან დატოვა, და ჟურნალისტებს გამოსული არ დაუნახავთ.
 
 თუმცა ცნობილია, რომ  გამოკითხვაზე მისვლამდე გულორდავამ ჟურნალისტებთან საუბარში  გულორდავამ სრულად უარყო  კორუფციულ გარიგებასთან კავშირი . კერძოდ,  განაცხადა,  რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. ჩანაწერი არ მოუსმენია  მაგრამ შეუძლია ცალსახად თქვას, რომ ზურაბ კვირკვიას ბრალდებები მის მიმართ სრულიად აბსურდულია. 
 
 გია გულორდავას თქმით, ზურაბ კვირკვიას  სურდა პირდაპირ, იჯარის წესით გადასცემოდა ზუგდიდში გარკვეული ტერიტორიები  და ამაში ითხოვდა დახმარებას. ,, ნამდვილად  მქონდა  მასთან საუბარი, მაგრამ რაიმე დაპირება დავხმარებოდი ამაში,  არ გაუცია. პირიქით,  განუმარტა ბიზნესმენს, რომ ის, , რასაც იგი  ითხოვდა,  არაკანონიერი იყო და კანონიერი გზებით მოქმედება ვურჩიე. შესაბამისად, , მას ბიზნესმენ კვირკვიასგან არავითარი თანხა არ მიუღია არც ხელზე და არც გადარიცხვით.თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", – აღნიშნა გულორდავამ.
 
გავრცელებული ინფორმაციით თბილისში იმყოფება ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, რომელიც ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. მას მოწმის სახით ხვალ დაკითხავენ.
 
რაც შეეხება კახა მიქაიას, რომელმაც, როგორც თავად განაცხადა, თავად გადასცა ,,რუსთავი – 2"'- ს ეთერში გასული ფრაგმენტი აუდიოჩანაწერიდან, უკვე ერთი საათზე მეტია, რაც უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
 
დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი საგამოძიებო უწყებაში იმ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაიბარეს, რომელიც მან კურიერს გადმოსცა და რისი გასაჯაროვების შემდეგაც გამოძიება დაიწყო.
 
კახა მიქაია აცხადებს, რომ მედიაში აუდიოჩანაწერის მხოლოდ მცირე ნაწილი გავრცელდა, სინამდვილეში კი ეს ჩანაწერი 1 საათსა და 57 წუთს გრძელდება. მიქაია აცხადებს, რომ ჩანაწერი ახალია. „საუბარში მონაწილეობენ ბიზნესმენი, გოგია და ქობალია. მე გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს ამ ჩანაწერს და ავთენტურობაზე მან იზრუნოს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია,“ – განაცხადა მიქაიამ გამოკითხვაზე შესვლის წინ.
 
 
როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...