მთავარისიახლეებისაზოგადოებახელთუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა შსს-ს ორკვირიან ვადას აძლევს

ხელთუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა შსს-ს ორკვირიან ვადას აძლევს

Published on

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა შს სამინისტროს „ობიექტური გამოძიებისა და კონკრეტული ბრალდებულის დასახელებისთვის“ ორკვირიან ვადას აძლევს. გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და იგი მოკლულია.„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.
გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდნენ. აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.
გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ მერაბ მერებაშვილმა გორის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი აქვს დღეს, თბილისში, 18.00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რომელსაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამართავენ.შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია გაიმართა, შსს-მ განცხადება გაავრცელა.„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...