მთავარისიახლეებიპოლიტიკაწუხელ ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

წუხელ ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

Published on

ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამით დააბრუნეს.
 
საავადმყოფოში ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ორი საათის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
 
მიზეზი ამჯერადაც სასუნთქი გზების პრობლემება, თუმცა კონკრეტულად რა სახის სამედიცინო მანიპულაცია თუ კვლევა ჩაუტარდა მას, უცნობია.
 
 
ადვოკატი პასუხს დიაგნოზთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამ დრომდე ელოდება. ბოლო პერიოდში ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების უკვე მესამე შემთხვევაა. 
 
ერთი თვის წინ მსგავსი ფაქტის შემდეგ  ვანო მერაბიშვილს  მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა როგორც ჩანს ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. 
 
"შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა, რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად მიწერილი გაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. რაც შეეხება  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო  თავის დროზე გაკეთებული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...