მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკლესია მარიხუანის ბიზნესის გამო "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება

ეკლესია მარიხუანის ბიზნესის გამო “ქართულ ოცნებას” უპირისპირდება

Published on

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება – მიზეზი მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინიციატივაა. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მმართველი გუნდი არჩევანის წინაშე დააყენა. თუ მთავრობა უარს არ იტყვის მარიხუანის კულტივაციაზე, მაშინ მას საპატრიარქო დაუპირისპირდება. მეუფე იაკობმა „ქართული ოცნება“ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა.ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა დებატებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სიტყვით შს სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ მარიხუანის პლანტაციების მოშენებას ნულოვანი რისკი ახლავს.კონფერენციაზე ხელისუფლებას მეუფე მელქისედეკიც დაუპირისპირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასა და კულტივაციის დაკანონებაზე წმინდა სინოდის წევრმა პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა.
მწვავე გამოსვლების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან შეთანხმებით, მისივე თანაშემწემ მამა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მღვდელმთავრებმა საუბარი უნივერსიტეტის სასადილოში გააგრძელეს. თუმცა მეუფე შიომ უნივერსიტეტი დატოვა და არაფორმალურ კონსულტაციებს არ დასწრებია.
 
  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...