მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

Published on

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
 
მესხიშვილის სახელობის თეატრთან, სადაც ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
 
ისინი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალურ განცხადებებს  აპროტესტებენ.
 
აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია და დაუშვებელია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.
 
აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრის წინ მისულებმა თეატრში შესვლაც სცადეს. მათი თქმით, როგორც მოქალაქეებს შეხვედრაზე დასწრება უნდოდათ, თუმცა ისინი სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა შენობაში არ შეუშვეს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...