მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

საკადრო ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მოსვლის შემდეგ დაწყებული საკადრო ცვლილებები გრძელდება.   ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თანამდებობა შესაძლოა  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ დატოვოს.
 
თავად ლაშა გვასალია აცხადებს, რომ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ ჯერ არ დაუწერია,  რადგან ''ზარს ელოდება'',   თუმცა  მისი თქმით, მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია. 
 
ლაშა გვასალიას განცხადებით, მას სთავაზობენ სხვა სამსახურს,  მაგრამ  საარაუდოდ, არ დათანხმდება  ამ წინადადებას, რადგან თვლის, რომ  მაღალი  რანგის სამსახურიდან ნაკლებად მაღალ თანამდებობაზე გადასვლა მისი ღირსებისთვის შეუფერებლად მიაჩნია/
 
ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ  პოსტზე, რომელიც ამ დროისათვის  ლაშა გვასალიას უკავია,   სხვა კანდიდატურის განხილვა მხოლოდ  ხოლოდ იმ შემთხვევაში  დაიწყება, თუ ლაშა გვასალია არ შეცვლის გადაწყვეტილებას პოსტის დატოვების შესახებ. ახალი კანდიდატურის შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
 
 რაც შეეხება გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას, რომლის დარჩენა პოსტზე ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მუშაობას აგრძელებს და, როგორც აცხადებს, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.   
 
 

სიახლეები

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...