მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიხუანას თემას სამღვდელოება ეხმაურება

მარიხუანას თემას სამღვდელოება ეხმაურება

Published on

 
საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკით შესაძლებელია მომავალში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, „საქართველოს ეკლესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს გამოხატავს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“.
 
 
"საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნულ თავისუფლებას უკავშირდება. საკოსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვით, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებას, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება, მითუმეტეს, რომ შეგახსენებთ, მარიხუანა გაეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარების სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული.
 
ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობის და საზოგადოების სიკეთის გარკვეულ მოდელირებას – ეს გადაწყვეტილება რას გვიქადის მომავალში? ამ ლოგიკით შესაძლებელია მომავალში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად. თვითგანვითერების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში გააჩნია სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი. ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა, ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების სკდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურ დაქვეითებას. ამიტომაც საზოგადოების დიდ ნაწილს სამარათლიანად მიაჩნია, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია.
 
საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში განმარტავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“, – განაცხადა მეუფე შიომ.
 
საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, „გარკვეულმა პირებმა ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ – როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე“.
 
„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა ვხედავთ, იმ სამკუთხედს საერთოდ, სირიაში რა ხდება, კოლუმბიაში რა ხდება?! ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. გარეჯში ვიყავი, სანამ მონასტერში წავიდოდი, უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოში მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს? მოდით, შევხედოთ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე
 
ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ „ბარიგებად“, ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე, – ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი მარიხუანას შესაძლო ექსპორტირებას საზღვრებს გარეთ. როგორც მეუფე ანტონმა კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა, საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება მსოფლიო საზოგადოებაში.
 
მეუფე საპარლამენტო უმრავლესობას სთხოვს, „რაღაცნაირად ამაზე უარი თქვან".
 
„საერთოდ, ჩვენ ეკლესიის დანიშნულება ვიცით, როდესაც ეკლესიას შეადარებ ადამიანის ორგანიზმს, ის ასრულებს იმუნური სისტემის როლს, რომელიც უცხო ბაქტერიისგან იცავს ორგანიზმს. ფაქტობრივად, ეს არის ეკლესიის დანიშნულება. ჩვენ მართალია გამიჯნულები ვართ და ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილები არიან, მაგრამ საზრუნავი ერთი და იგივე გვაქვს. ამიტომ, ჩვენ აზრს ყოველთვის გამოვხატავთ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკი ზემოქმედებს ადამიანზე და მის ჩამოყალიბებაზე. მრჩება ასეთი აზრი, რომ ყველა ცალ-ცალკე თანახმა ვართ, მაგრამ რაღაცის მძევალი ვართ. თვითონ შევქმენით რაღაც, რასაც ვერ ვახტებით. ჩვენ მთლიანად წაგვლეკავს ეს. ეს არ გვშვენის ქართველებს. ჩვენი ქართული იმიჯიც, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, დამერწმუნეთ, შეილახება. ჩვენ არც ერთ დროში არ გვიცნობდნენ ასე რომ ვთქვათ, „ბარიგებად“. ყველაფერი გადავა უკან და ერთ-ერთი ქვეყანა ვიქნებით ამ კუთხით წინა პლანზე. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის თხოვნაა მაქსიმალურად პარლამენტის უმრავლესობამ მოძებნოს გზა და რაღაცნაირად ვთქვათ ამაზე უარი",-განაცხადა მეუფე ანტონმა.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...