მთავარისიახლეებისაზოგადოება„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება"-...

„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

"ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება – გადადგეს ხელისუფლება," – ამის შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა არჩევანში ჩართვისას გააკეთა.მასთან ერთად არ იმყოფება ზაზა სარალიძე, რომელიც აქციის მსვლელობის დროს პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. ის სასაწრაფო დამხარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.„კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი,“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.მისივე თქმით, ის არ აპირებს დანებებას და ბრძოლა გაგრძელდება.„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მას იმედი გადაეწურა, რომ მისი შვილის მკვლელი დაისჯება. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნას ხელისუფლება სწორედ მისი ფაქტორის გამო არ ასრულებს.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...