მთავარისიახლეებიკულტურამამუკა ცხადაია - HAMATSUKI-ის ახალი მუსიკალური პროექტი

მამუკა ცხადაია – HAMATSUKI-ის ახალი მუსიკალური პროექტი

Published on

"ელექტრონავტი 2016" მამუკა ცხადაია, რომელსაც მსმენელი HAMATSUKI-ს სახელით იცნობს, თავისი პროექტით ,,ირიბი ტირიფი'' ახალ კომპოზიციას CHABEE ADVENTURES ავრცელებს.
 
მისი ახალ ნამუშევარი  MTEBI ლეიბლზე ORION ARM კომპილაციურ ალბომთან ერთად სექტემბრის თვეში გამოვა.
 
 
ალბომი ასევე შეიცავს PLANTLIFE, HANK YOUNGMAN და DOMENICK HUNTER-ის ჩანაწერებს და ძირითადად ჰაუს მუსიკის მელანქოლიურ და LO-FI მიმართულებაზე ფოკუსირდება
 
მამუკა ელექტრონული მუსიკით პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. 2016 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოვების ცერემონიაზე ელექტრონავტები, HAMATSUKI მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი წლის დიჯეის ნომინაციაში გაიმარჯვა.
 
 
  შევგხსენებთ, რომ მამუკა ცხადაია ზუგდიდელია,  თუმცა  პოპულარობა თავდაპირველად თბილისში მოიპოვა, მას პერმანენტულად იწვევენ  ევროპაში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ცენტრებში . ახლახან იგი ჩამოსული იყო მშობლიურ ქალაქში და კამერულ ატმოსფეროში, ვიწრო წრისათვის  დაუვიწყარი საღამო გამართა ,,მეგო ბარში''
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...