მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება საარჩევნო კომისიებში?

რა ხდება საარჩევნო კომისიებში?

Published on

გურჯაანში – ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად  დატოვეს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა 
 
მათ საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კომისიის წევრების შერჩევა მიმდინარეობს, შესაძლო წევრების ვინაობა გააპროტესტეს.
 
მათი თქმით, კანდიდატებს, რომლებთანაც მათ გასაუბრება ჰქონდათ, უმეტესობა არაკომპეტენტურია და ისინი მხოლოდ " ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კონკურსანტები არიან. გურჯაანში 51 უბანზე კომისიის წევრები 475 კანდიდატიდან უნდა შეირჩეს.
 
 
პროტესტით დაიწყო ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაც . სხდომადასაწყისშივე  კომისიის 12 წევრისაგან დღეს ერთმა – დავით გეგიაძემ დატოვა, მეორემ კი განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.
 
პროტესტის მიზეზად მან წინასწარ განსაზღვრული სიები დაასახელა. გეგიაძის მტკიცებით, უკვე ცნობილია რომ საოლქო კომისია საუბნო კომისიებს "ქართული ოცნების" აქტივისტებით დააკომპლექტებს.
 
ბათუმის 102 საარჩევნო უბანს, კომისიის 10 წევრი დააკომპლექტებს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ედუარდ შევარდნაძის დროს არსებულ სქემაზე უარესს იყენებს.
 
როგორც ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ 12 კომისიის წევრიდან 9 წევრი "ქართული ოცნების" შტაბიდან დანიშნონ.
 
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ჯამში 21 ათას ადამიანს რთავს.
 
"დღეს ყველა რაიონში დაგეგმილია საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები , სადაც უნდა გადაწყვიტონ საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხები. მე ხელთ მაქვს 22 ოლქიდან მოპოვებული ინფორმაცია, სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ქართული ოცნების" შტაბებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დანიშნონ ე.წ. დამოუკიდებელ პროფესიონალურ ნაწილში. ჯამში ეს არის 21 ათასი ადამიანი, რომელიც სურთ ჩართონ გაყალბების ნაწილში.
 
ეს ხალხი არის ცოლები და ქმრები საკრებულოს წევრები, საოლქოს წევრების, "ქართული ოცნების" ლიდერების ადგილობრივ დონეზე. რაც ყველაზე სამწუხაროა პირველად საქართველოში, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა ასეთ რამ, 12 კომისიის წევრიდან მათ უნდათ რომ 9 კომისიის წევრი დანიშნონ სწორედ ქართული ოცნების შტაბიდან.
 
9 ადამიანი, 6 ვითომ პროფესიონალი და სამი წარმომადგენელი მათი პოლიტიკური პარტიიდან,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია. 

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...