მოვითხოვ ხელისუფლების გადაგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი ხელისუფლების შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ იწყებს შიმშილობას და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულედება. სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებს არ აფარებს ხელს, ვინაიდან მკვლელი თავად ხელისუფლებაა.„გადადგეს ხელისუფლება – ეს არის ჩემი მოთხოვნა. ხელისუფლება ჩემი შვილის მკველებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის შვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისი ორგანოები ახლა ცდილობენ მასაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დააბრალონ.„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი აქ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ზაზა სარალიძე ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
სიახლეები
სიახლეები
მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარია – სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დააკავეს
პროკურატურა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...
სიახლეები
„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ – The Economist-ი სტატიას აქვეყნებს
„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი.
სტატიაში...
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს
დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...
საზოგადოება
წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება
„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...