მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავო მერცხალო, საით მიფრინავ...

შავო მერცხალო, საით მიფრინავ…

Published on

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასვნით. ღონისძიებას 25 ქვეყნიდან რეგიონში მყოფი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები, ეკოტურისტები, ასევე აჭარის სამთვარობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ფესტივალის საპატიო სტუმრები ამერიკიდან უილიამ კლარკი და დიდი ბრიტანეთიდან დეივიდ ლინდო.
 
. ფესტივალის ფარგლებში მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ-შემეცნებით ექსკურსიებში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო „ოაზისში“ მოწვეული სპეციალისტები ლექცია-პრეზენტაციებს მართავდნენ.
 
 
„ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. შემოდგომის პერიოდში აჭარას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს, რომელთა სანახავადაც ორნითოლოგები, სპეციალისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. საშუალოდ, სეზონზე რეგიონში 2500-მდე ღამისთევა ფიქსირდება, რომელთა უმრავლესობაც სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებში ხორციელდება. “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...