მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის პრემიერის უკანასკნელი გზა სირიიდან სოხუმისაკენ - გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევას...

აფხაზეთის პრემიერის უკანასკნელი გზა სირიიდან სოხუმისაკენ – გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოკატასტოფაში დაიღუპა. შემთხვევა ფსოუ-სოხუმის გზაზე გუშინ ღამით მოხდა.
 
დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სირიიდან ბრუნდებოდა. მისი ავტომობილი აფხაზური დელეგაციის კორტეჟის თანხლებით გადადგილდებოდა, – იუწყება აფსნი პრესი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მეოთხე მუხლის 263-ე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს საავტომობილო საშუალების მართვას საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით ნასვამ მდგომარეობაში, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.
 
 
 
 
დე-ფაქტო პრეიერის დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 8 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათსა და 40 წუთზე ხაჯარათ თარსმანი, დაბადებული 1996 წელს, გუდაუთის რაიონის სოფელ ზვანდრიფშის მკვიდრი, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობასი მიუჯდა  ,,ვაზ''-ის მარკის ავტომობილს, რომლის მართვის უფლება არ ჰქონდა და დაადგა გზას გუდაუთდან გაგრის მიმართულებით. 47- ე კილომეტრზე იგი  დაეჯახა ამავეგზაზე მოძრავ  აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის კუთვნილ  ტოიოტა კამრის '' მარკის ავტომობილს, რომელშიც იჯდა პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია. პრემიერი შეჯახებისას მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა გზად საავადმყოფოსაკენ, პრემიერის მძღოლი და  დაცვის წევრი მსუბუქად დაშავდნენ.

ოპერატიულ – სამძებრო ჯგუფმა დაადგინა თვითმხილველთა ჯგუფი, ისინი  ოპერატიულად დაიკითხნენ შემთხვევის უშუალო მონაწილეებთან ერთად.   სამართალდამრღვევი დაკავებულია და გუშინვე განესაზღვრა 15 – დღიანი დროებითი პატიმრობა.
გენადი გაგულიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში გახსნილია სამძიმრის წიგნი. 
შესაძლო ტერაქტზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. სოხუმში ამბობენ, რომ აფხაზეთის გზებზე წლების მანძილზე დამკვიდრებული განუკითხაობა და უკონტროლობა ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ მაინც  დადგება  ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურდღების ცენტრში.
 

 

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...