მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მსოფლიოს არც ერთი თანამედროვე ქვეყანა ასე არ აშიშვლებს თავის საზღვრებს"- მიხეილ სააკაშვილი...

“მსოფლიოს არც ერთი თანამედროვე ქვეყანა ასე არ აშიშვლებს თავის საზღვრებს”- მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ ზოგიერთების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არის ლიბერალი ლიდერი და სწორედ ასე აფასებენ მას ევროპელი პოლიტიკოსები…ის ასევე ყურადღებას ამახვილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქალაქეობის მიცემის საკითხზე. სააკაშვილის განცხადებით, ის მართლა აძლევდა მოქალაქეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ისინი ეთნიკურად ქართველები იყვნენ. „2016 წელს 9700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად,ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული.
აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე , 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებელი და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე , 7 % მძღოლებად.
ესე იგი,ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს,რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა,თურქებმა და სხვა უცხოელებმა.მდიდარი ინვესტორების ნაცვლად,
რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები,რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ
სირიის იდლიბის პროვინციაში ახლა არის ჰუმანიტარული კატასტროფა.შესაძლოა მილიონობით ადამიანს მოუწიოს დევნილობაში წასვლა.მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არაა მზად მათ მისაღებად.საქართველო ამ რეგიონიდან ძალიან ახლოსაა და სრულიად დაუცველი აქვს საზღვრები“- წერს სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...