მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკომ საქართველოს პრეზიდენტობის 41 მსურველიდან მხოლოდ 21 დაარეგისტრირა

ცესკომ საქართველოს პრეზიდენტობის 41 მსურველიდან მხოლოდ 21 დაარეგისტრირა

Published on

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 41 მსურველმა (საარჩევნო სუბიექტები/საინიციატივო ჯგუფები) უკვე მიმართა. თუმცა, ცესკომ მხოლოდ 21 სუბიექტი დაარეგისტრირა. ამ მონაცემებს ცესკო აქვეყნებს.  
 
დღეს არის ბოლო ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით.
 
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", – განაცხადა მიქელაძემ

 
 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...