მთავარისიახლეებიკულტურაარქეოლოგიური ნაპოვნი ქუთაისში - 3 ათასი წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი გორას დასახლებაში

არქეოლოგიური ნაპოვნი ქუთაისში – 3 ათასი წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი გორას დასახლებაში

Published on

 
ეს არის  ეპოქა, რომელიც არგონავტების  მითშია ასახული.  ნელ–ნელა ჩნდება მატერიალური საფუძველი იმისა, აიეტის ეპოქის გარკვეული პასაჟები დადასტურდეს
 
 
ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია აგრძელეს გათხრებს ქუთაისში, გორას დასახლებაში, სადაც   ახლახან მათ  3 ათასი წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს. 
 
თხრილი დაახლოებით 10 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიღრმისაა.
 
„სამუშაოებისას გამოვლინდა მრავალფეროვანი დენდროლოგიური მასალა – სხვადასხვა ხის ნაშთები, ვაზის მტევნის წიპწები, ასევე, კოლხური ცულის ყალიბის ფრაგმენტი“ – განაცხადა არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.
 
 
 
საერთაშორისო ექსპედიციის  შესწავლის ობიექტია  გაბაშვილის , იგივე არქიელის გორა ქუთაისის ისტორიულ ნაწილში,  სადაც ნაქალაქარი და ბაგრატის ტაძარი დგას, აქ შემორჩენილია ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუახანების ნამოსახლარის ნაშთები.
 
 
ქუთაისი დაახლოებით 2800 წლის წინანდელი გვეგონა, მაგრამ ბოლო ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიკარნახა, რომ  ქუთაისის ასაკი გაცილებით დიდია, ვიდრე 2800 წელი. სამუშაოების დროს ვიპოვეთ თავდაცვითი თხრილი დიდი ნაგეგობისა, ათი მეტრი სიგანის და ექვსი მეტრი სიღრმის, ნალექით იყო ამოვსებული საუკუნეების განმავლობაში. იქედან ამოღებულმა ნივთებმა კერამიკამ, ხის ნაშთებმა, ყურძნის წიპწის ნაშთებმა მოგვცა ახალი თარიღები.  თუ ვივარაუდებთ, რომ, როდესაც არხმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ის დახლოებით  ძვ. წელთაღრიცხის მეცხრე–მეათე საუკუნეების მიჯნა იყო, ექვს მეტრზე ნალექი რომ დაგროვებულიყო,  200 წელი მაინც უნდა გასულიყო, ეს ნიშნავს, რომ  დასახლება, რომელსაც ეს არხი იცავდა, ძველი წეთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნისკენ არსებობდა.  ვმუშაობთ, რომ ეს დავაზუსტოთ. ეს არის  ეპოქა, რომელიც არგონავტების  მითშია ასახული.  ნელ–ნელა ჩნდება მატერიალური საფუძველი იმისა, აიეტის ეპოქის გარკვეული პასაჟები დადასტურდეს. ამაშია ჩართული საერთაშორისო ფონდები. ჩვენი ამოცანაა, წამყვან სახელმწიფოებთან და ცენტრებთან ერთად ერთობლივი მუშაობით და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განვამტკიცოთ ეს თარიღი.
 
  გორის პარკი თავის დროზე წარმოადგენდა დასახლების ცენტრს. იქ ვიპოვეთ გალავნების ნაშთები. დასტურდება, რომ დასახლებას  გალავანი გარს ერტყმოდა, რაც ნიშნავს, რომ დასახლება გამაგრებული იყო.  ეს კი მხოლოდ მცირე ჯგუფს არ შეეძლო,  ამას დიდი, კონსოლიდირებული ჯგუფების მუშაობა ჭირდებოდა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს არსებობას, –  ამის დადატურებას ვცდილობთ.  ქართველ კოლგებს გვაქვს ამის გამოცდილება, მაგრამ ვცდილობთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად მივიტანოთ ეს საქმე იუნესკომდე და იქამდე. ამჟამად, ვმუშაობთ ვარშავის უნივერსიტეტთან.  პოლონურ მხარესთან ერთად ჩართული იქნება ქუთაისის მერია, რადგან ბევრი საკითხი მერიის გადასაწყვეტია“, – აცხადებს არქეოლოგი შალვა ბუაძე 
 
მისი თქმით, ადგილი ტურისტულ მარშრუტშიც შევა, ასევე ნაპოვნი ნივთები მუზეუმში გამოფინება, ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მუზეუმი ადგილზე მოეწყობა.
 

სიახლეები

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...

62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...