მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა - ევროპარლამენტში მწვავე...

ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა – ევროპარლამენტში მწვავე კრიტიკის საგანია

Published on

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებაში შესწორებების შეტანის ვადა, რამდენიმე საათში  იწურება.
 
უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი, ორი მთავარი და კრიტიკული შენიშვნა შევა. ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.
 
ვადის ამოწურვამდე ევროპელ დეპუტატებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ მათ იმ პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. მათ შორისაა არაფორმალური მმართველობა, ზეწოლა მედიაზე და კრახი სასამართლო სისტემაში.
 
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს კი ბოლო შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ჰქონდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იყო.
 
„ჩვენი მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა არის უპირველეს ყოვლისა საქართველო ნატოს ურთიერთობები. უსაფრთხოება რეგიონში და მთლიანად ევროპაში, რუსეთთან ურთიერთობები და ის სამშვიდობო ოპერაციები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს ნატოს მოკავშირეებთან ერთად,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...