მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზები ივნისში ძეგლთა დაცვის საზოგადოებრივ კამპანიას იწყებენ

აფხაზები ივნისში ძეგლთა დაცვის საზოგადოებრივ კამპანიას იწყებენ

Published on

სოხუმი. 29 მაისი. საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკ აბხაზიის''  ცნობით, სოხუმში იწყება საზოგადოებრივი კამპანია აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის საკითხისადმი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის მიზნით.  

,,ხშირად გაისმის წუხილი იმის გამო, რომ არქიტექტურის ძეგლები ინგრევა, მაგრამ ხელისუფლების საპასუხო რეაქცია და კონკრეტული ქმედებები არ ჩანს. – აცხადებს ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენელი, კამპანიის ერთერთი  ორგანიზატორი კამა არგუნი – ჩვენ შევისწავლეთ აფხაზეთის კანონი ისტორიულ – კულტურული მემკვიოდრეობის დაცვის შესახებ“, ვესაუბრეთ კულტურის სამინისტროს, მხატვართა და არქიტექტორთა შემოქმედებითი გაერთიანებების წარმომადგენლებს და მივაღწიეთ შეთანხმებას ერთობლივად ჩავატაროთ სამთვიანი საზოგადოებრივი კამპანია იმ ნგრევის შესაჩერებლად, რომელსაც დროსთან ერთად   ხელისუფლების უყურადღებობა განაპირობებს.

კამპანიის მიზანია გააერთიანოს საზოგასდოება ძველი სოხუმის არქიტექტურული იერ-სახის შენარჩუნებისათვის და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო დონეზე აყვანისათვის. სულ სოხუმში 295 – მდე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია დაფიქსირებული და მათი უდიდესი უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია, აცხადებს კამა არგუნი. მისი აზრით, გადახედვას მოითხოვს თავად კანონიც, რომელშიც ბევრია ხარვეზი და ორაზროვნება, რომელიც ხელ – ფეხს უხსნის მათ, ვისაც ქალაქში საკუთარი ინტერესები აქვთ და ამ ინტერესებს სწირავენ ისტორიულ ძეგლებს

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...