მთავარისიახლეებიმსოფლიოიაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

Published on

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა  მოხდა.  6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები, რომელიც თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, კუნძულ ჰოკაიდოზე იგრძნობოდა. 
 
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი, 40-მდე კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
 
დაშავებულთა რაოდენობა უკვე 120-ს აჭარბებს. ძლიერმა ბიძგებმა სტიქიის ზონაში მეწყერი გამოიწვია და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა.
 
 
დაზიანდა ტაძრები და ელექტროსადგურიც, რომელიც კუნძულის მოსახლეობის ნახევრის მომარაგებას უზრუნველყოფდა.
 
ელექტროენერგიის გარეშე 5 მილიონზე მეტი აბონენტია დარჩენილი.
 
 
ძლიერი მიწისძვრის გამო ჰოკაიდოს გუბერნატორმა რუსეთში ვიზიტი გადადო, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჯერჯერობით გეგმა არ შეუცვლია. სინძო აბე რუსეთში 10 სექტემბერს უნდა ჩავიდეს.
 
 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...