მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებულ მოზარდს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებულ მოზარდს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

Published on

ფოთში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებული 16 წლის მოზარდი  კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას გუშინ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
 
მოზარდს ქალა-ტვინის დაზიანება ჰქონდა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამის მკრუნალობას გადის.
 
რაც შეეხება ზუგდიდის საავადმყოფოში ფოთიდან შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობას, იგი  კვლავ მძიმეა.  ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის  სულხან ორჟონიას  თქმით, მამაკაცს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
 
„რჩება უმძიმეს მდგომარეობაში. ჩაუტარდა ტრეპანაცია თავის ტვინზე და ჰემატომის ევაკუაცია. ასევე ოპერაცია გულმკერდის არეში. მარჯვენა ზედა კიდურზე ჩაუტარდა ამპუტაცია წინა მხრის დონეზე“, – აღნიშნა მან.
 

 
ფოთში, გუშინ ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი ადამიანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 42 წლის მამაკაცებზე.  ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
 
როგორც შსს-ში აცხადებენ, ს, სისხლის სამართლის საქმე ორი – 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...