მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შენ დაუკა'' ოკუპანტებისათვის - ,, თბილისელმა მეგობრებმა მაცნობეს, რომ ცეცხლი...

,,შენ დაუკა” ოკუპანტებისათვის – ,, თბილისელმა მეგობრებმა მაცნობეს, რომ ცეცხლი საქართველომ გახსნა ”

Published on

რუსეთის პრეზიდენტის გრანტით დაფინანსებული მედია-ფორუმი დღეს იხსნება. ღონისძიება მთავარი მომხსენებლების გარეშე ჩაივლის. ისინი საქართველოში არ შემოუშვეს. ამ მიზეზით ღონისძიებას ვერ დაესწრებიან „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველები ვიქტორ ლიტოვკინი და ალექსანდრე ტოკარევი, რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი და გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორი ალან კოსაევი.
 
მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენაში,- ასეთია ღონისძიების ოფიციალური სახელწოდება.
 
გვიან ღამით თბილისში ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე, ჟურნალისტი დიმიტრი კოსირევი ჩამოვიდა.
 
„კონფერენციის ორგანიზატორები ჩემი მეგობრები არიან. მათ მკითხეს, მინდოდა თუ არა კიდევ ერთხელ თბილისში ჩამოსვლა.
 
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვინდა თბილისში ჩამოსვლა. მითუმეტეს , რომ ფორუმის თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
 
ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, როგორ იმართება თანამედროვე მსოფლიოში ტვინის გამორეცხვის კამპანია და ინფორმაციის ტოტალური ფალსიფიცირება.
 
რაც შეეხება კონფლიქტის ისტორიას, პირადად ჩემთვის არ არსებობს საკმარისი ფაქტები. მახსოვს რომ 2008 წელს პრესას არ დავუჯერე და დავურეკე ჩემს მეგობრებს თბილისში, მათ ვინაობას ვერ გავამხელ, მაგრამ მითხრეს, რომ ცეცხლი საქართველომ გახსნა.
 
ოკუპაციას რაც შეეხება, ჩვენ ნამდვილად არაფერში გვჭირდება სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რომ იქ ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ეს ტერიტორიები არ გვჭირდება, ჩვენ ისედაც საკმარისი გვაქვს. აჯობებს თავად გაარკვიოთ ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა“-ამბობს დიმიტრი კოსირევი..
 

სიახლეები

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა,...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...

თურქეთის C-130-ი ასაფეთქებელი მასალა ან მოწყობილობა არ ყოფილა – APA

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან...