მთავარისიახლეებისაზოგადოება1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - რამდენიმე ახალგაზრდას ფოთში ხელყუმბარა აუფეთქდა

1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – რამდენიმე ახალგაზრდას ფოთში ხელყუმბარა აუფეთქდა

Published on

ფოთში, ნაბადას უბანში, გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ეღტი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია.შემთხვევა გამთენიისას ქუჩაში მოხდა.  დაშავებულები ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.აფეთქების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დეტალებზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, რადგან შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა, აფეთქებაც გაურკვეველ ვითარებაში მოხდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფოთიდან პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს. „ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი,პოლიტრავმით. მას აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება. საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა და გულმკერდის დახურული ტრავმა. მდგომარეობა ტერმინალურია, კომატოზური. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...