მთავარისიახლეებისამართალივინ დაანგრია ცოდვით სავსე ფარდული ხორავას ქუჩაზე? - თალაკვაძის ენას ძვალი არა...

ვინ დაანგრია ცოდვით სავსე ფარდული ხორავას ქუჩაზე? – თალაკვაძის ენას ძვალი არა აქვს, თურმე ამაში დამნაშავე მოსახლეობა ყოფილა

Published on

თქვენს მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ დაწერეთ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მიგნება, რომ ფარდული არ იყო დანგრეული რომელიმე სახელისუფლებო ორგანოს მითითებით?!, – ამ სიტყვებით მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
 
თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას კომისიის წევრთა უმრავლესობა გააკრიტიკა ფარდულთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კომისიას ამ საკითხზე საზოგადოების წინაშე ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხების გაცემა.
 
„მე მინდა დავუბრუნდე ფარდულის საკითხს, ვინაიდან ეს იყო საკითხი, რომელზეც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და მაშინ კეთდებოდა განცხადებები, თითქოს ფარდულის დანგრევასთან დაკავშირებით დავალებები მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან, თითქოს ფარდულის დანგრევამ ხელი შეუშალა გამოძიებას და აქ იყო დიდი ბოროტება ჩადებული, როცა ფარდულის დანგრევა დაიწყო მოსახლეობის მხრიდან. თქვენ ამბობთ, რომ არ დასტურდება, თითქოს ხელისუფლების ან რომელიმე სახელისუფლო ორგანოს მითითებით მოხდა ფარდულის დანგრევა. მაინტერესებს, როცა ფარდულთან დაკავშირებით იყო ამხელა ინტერესი, თქვენს მიერ მომზადებულ დასკვნაში რატომ არ დაწერეთ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მიგნება, როცა მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფარდული არ იყო დანგრეული რომელიმე სახელისუფლებო ორგანოს მითითებით? თქვენ მოგიწევთ საზოგადოებას აუხსნათ, რატომ არ მოითხოვეთ ფარდულის რეკონსტრუქცია, როცა ფარდულთან დაკავშირებით იყო ასეთი ეჭვები? თუ შეიძლება დამიდასტურეთ ან უარყავით, არის თუ არა საქმეში ფოტომასალა, სადაც ამომწურავად ჩანს ფარდულის ის დონე, სანამდეც დემონტაჟი განხორციელდა? თქვენ რომ რეკონსტრუქცია მოგეთხოვათ, მისი აღდგენა იყო აბსოლუტურად შესაძლებელი“, – მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.
 
უმრავლესობის ლიდერს კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა, თუ გარღვევებს უმრავლესობა სხვაგანაც შეისწავლიდა და არა მხოლოდ ფარდულთან მიმართებაში“.
 
„ფარდულთან დაკავშირებით ნათელი არის საქმე, მაგრამ ამ საქმეში საუბედუროდ, არა ფარდულთან, არამედ სხვაგან არის კატასტროფა. თქვენ რადგან ფარდულის ეპიზოდი დაიჭირეთ, კი ბატონო“, – უპასუხა სერგი კაპანაძემ არჩილ თალაკვაძეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...