მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუთაისში გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" " სხვადასხვა პარტიებიდან, მათ შორის ,,ქართული...

ქუთაისში გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია” ” სხვადასხვა პარტიებიდან, მათ შორის ,,ქართული ოცნერბიდან” 50 – მდე ადამიანი შეუერთდა

Published on

ქუთაისში გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს" და სხვა პარტიის 50 – მდე წარმომადგენელი შეუერთდა. — ამის შესახებ გაერთიანების წევრებმა ქუთაისში გამართულ ბრიფინზე განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არის ერთადერთი ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.
 
"დაიწყო პატრიოტების გაერთიანება, რომელთაც ყელში ამოუვიდა მუდმივი ანგარიშსწორება და წინა ხელისუფლების ლანძღვა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმოქმედობაა, ისინი გვიერთდებიან არა ფინანსური ინტერესის გამო, არამედ იმიტომ, რომ სურთ ქვეყნის განვითარება", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
გაერთიანებას შეუერთდა "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცირა ჯინჭარაძე. მისი განცხადებით, პარტიიდან წასვლის მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გახდა. მისი თქმით, მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რადგან როგორც ბევრ მოქალაქეს "ქართულმა ოცნებამ" მასაც იმედი გაუცრუა.
 
 
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს უმოქმედობის დრო არ არის, რადგან ქვეყნის წინაშე დგას დიდი გამოწვევა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...