მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრში პოლიცია მართლაც შევიდა, მაგრამ ... სპექტაკლზე დასასწრებად

ზუგდიდის თეატრში პოლიცია მართლაც შევიდა, მაგრამ … სპექტაკლზე დასასწრებად

Published on

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში პოლიცია შევიდა და რაღაც არაორდინალური ხდება, თეატრში ერთდროულად ღიმილითა და წუხილით პასუხობენ. როგორც თეატრის დირექტორმა ზარაბ ეგუტიამ ჩვენს კორესპონდენტს განუმარტა, თეატრში  ამ ზაფხულს პოლიციელთა დიდი ჯგუფი მართლაც შევიდა (თან ორჯერ და თავად თეატრის ხელმძღვანელობის მიწვევით), მაგრამ მხოლოდ დამხოლოდ სპექტაკლზე დასასწრებად

 ,,ივლისში პოლიციელებისთვის ჩავატარეთ ორი საქველმოქმედო სპექტაკლი, დასწრება , რასაკვირველია, უფასო იყო. ძალიან გვახარებს, რომ პოლიციელებმა პირველივე სპექტაკლისადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს და სწორედ ამან გვიკარნახა ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ასეთი სპექტაკლი, რომელსაც პირველის მსგავსად პოლიციელები დიდი ინტერესით  დაესწრნენ.

ასე რომ პოლიციელები თატრში და სხვა კულტურულ დაწესებულებებში მხოლოდ კრიმინალის გამოსავლენად ან ექსტრაორდინალურ სიტუაციებში როდი შედიან. არაფერია უცნაური ასეთ დაწესებულებში   ფორმიანი კაცის გამოჩენაში. პირიქით, რაცუფრო ხშირად მოხდება ეს, მით უკეთესი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება სოციალურ ქსელში ატეხილ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან,  სხვა რომ არაფერი, საზოგადოებაში  პოლიციასთან დაკავშირებული სტერეოტიპების შედეგია – აცხადებს ზურაბ ეგუტია  

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...