მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენის ცრემლები - ,, ჯონ მაკკეინი ჩემთვის ასახიერებდა მთავარ ღირებულებებს: სამართლიანობა,...

ჯო ბაიდენის ცრემლები – ,, ჯონ მაკკეინი ჩემთვის ასახიერებდა მთავარ ღირებულებებს: სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ღირსება“

Published on

აშშ სენატორ ჯონ მაკკეინს ეთხოვება .  მთელი დემოკრატიული სამყარო აღიარებს, რომ ჯონ მაკკეინმა მთელი ეპოქა შექმნა თანამედროვე პოლიტიკაში.
 
მე ჯო ბაიდენი ვარ, მე „დემოკრატი“ ვარ და მე მიყვარს ჯონ მაკკეინი, -ასე დაიწყო თავისი გამოსვლა  სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.  
 
 
 
„განვლილ გზას რომ ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ მაკკეინს ძმად მივიჩნევდი. მე შემეძლო ჯონ მაკკეინისთვის ჩემი სიცოცხლე მენდო და ვფიქრობ, მასაც შეეძლო თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოენდო. როდესაც რამე პრობლემა მქონდა, ჯონი ყოველთვის პირველი იყო, ვინც რჩევით მოვიდოდა. როდესაც რამე საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, მას შეეძლო დაერეკა და გავეკრიტიკებინე თუ რა და როგორ განვაცხადე. ჯონ მაკკეინი ჩემთვის ასახიერებდა მთავარ ღირებულებებს: სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ღირსება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
 
 
 
„არის მომენტები, როდესაც ცხოვრება ძალიან სასტიკი და ბრმაა, როდესაც რთულია რამის დანახვა. ეს რომ გადავიტანოთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენსგან წასულები როგორ ცხოვრობდნენ და არა ის, თუ როგორ გარდაიცვალნენ“, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა. 
 
სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. 
 
 
 
ჯო ბაიდენმა ასევე გააჟღერა პოლიტიკური გზავნილი. მან აღნიშნა, თუ რაოდენ შეიცვალა სენატი მას შემდეგ, რაც ის და მაკკეინი პოლიტიკაში მოვიდნენ.
 
„დღეს უკვე რთულია კონსენსუსის მიღწევა. რასაც დღეს ვაკეთებთ არის ის, რომ თავს ვესხმით ერთმანეთის მოტივებს და არა არგუმენტების არსს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 
 
დღეს ჯონ მაკკეინის ცხედარს ვაშინგტონში აშშ-ს კაპიტოლიუმში გადაასვენებენ. მისი დაკრძალვა კი კვირას 2 სექტემბერს გაიმართება. 
 
 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...