მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორუფცია, არაფორმალური მმართველობა, ბრძოლა პრეზიდენტის წინააღმდეგ, კრიზისი სასამართლოში, შერჩევითი სამართალი, შტურმი კრიტიკულ...

კორუფცია, არაფორმალური მმართველობა, ბრძოლა პრეზიდენტის წინააღმდეგ, კრიზისი სასამართლოში, შერჩევითი სამართალი, შტურმი კრიტიკულ მედიაზე და ჟურნალისტის გატაცება – ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ

Published on

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს კორუფციის მაჩვენებელიც მოხვდა.
 
დოკუმენტში, რომელიც ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, საუბარია ანტიკორუფციული სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფის საკითხზე.
 
დოკუმენტში წერია, რომ კორუფცია საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.
 
არანაკლებ კრიტიკული იყო დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნაც, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, არაერთხელ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი.
 
ევროპარლამენტის უმკაცრეს კრიტიკას ოპოზიცია "ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალს" უწოდებს.
 
ოპონენტები მოუწოდებენ მთავრობას, ზუსტად შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირთან აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები გაცილებით უარყოფითი იქნება.
 
არაფორმალური მმართველობა, ბრძოლა პრეზიდენტის წინააღმდეგ, კრიზისი სასამართლოში, შერჩევითი სამართალი, შტურმი კრიტიკულ მედიაზე და თბილისის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტის ამბავი – ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას გუშინ ევროპარლამენტში შეახსენეს და ამის გამო ქვეყნის მთავრობა გააკრიტიკეს.
 
მიუხედავად ამისა, უმრავლესობაში ეს კრიტიკა არაფრად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ცალკეული დეპუტატების შეფასება მთლიან სურათს ვერ შეცვლის.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...