მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველებმა, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიის შს მინისტრს გაუქურდეს მშობლები

ქართველებმა, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიის შს მინისტრს გაუქურდეს მშობლები

Published on

საქართველოს ხუთმა მოქალაქემ, იტალიის შს მინისტრისა და ვიცე პრემიერის  მატეო სალვინის მშობლების სახლი გაქურდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. მედიის ცნობით  საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა, რომელთა შორის ერთ-ერთი მინისტრის მშობლების კუთვნილი ბინაა.
 
ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს, იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. ნაპოვნია მოპარული ნივთების ნაწილი. უმეტესობა კი პოლიციის ვარაუდით, იტალიიდან უკვე გატანილია.
 
იტალიელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები პროფესიონალები და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. 
იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი 15 აგვისტოს გაქურდეს. ბინიდან გატანილი იყო სეიფი. იმავე შენობაში კიდევ ერთი ბინა იყო გაქურდული. 
 
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს ხანში იმსჯელებს. 
 
 
 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...